2020 წელს განხორციელებული საკრებულოების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი 285 დაწესებულებას შორის იკავებს მე7 ადგილს. საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს.
![ფოთის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% მაჩვენებელი აქვს](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/06/202550488_4485355074810771_8569730975037241024_n.jpg)