✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა, კომპაქტურად დასახლებულ, 60 შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო ნობათი და სანიტარულ-ჰიგიენური ნივთები გადასცეს.
▶ფოთის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური აქტივობა იგეგმება, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებას ითვალისწინებს.