✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში და ნიკო ნიკოლაძის კოშკში იმყოფებოდა,სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნო და თანაშრომლებს შეხვდა.
▶კულხური კულტურის მუზეუმში ოცი ათასამდე ექსპონატი ინახება, რომელშიც გაერთიანებულია ძველი კოლხეთის არქეოლოგიური , ეთნოგრაფიული და ქალაქის ისტორიის ამსახველი ფაქტები. მუზეუმის დარბაზებში დამთვალიერებს შეუძლია იხილოს გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის კოლხური კულტურის ნიმუშები. ფოთის ისტორიის მუზეუმის დაცული ექსპონატებიდან საყურადღებოა ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები და საქალაქო მმართველობის ოქმები და დოკუმენტები.
▶ნიკო ნიკოლაძის კოშკი წარმოადგენს ქალაქ ფოთისათვის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლს როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო.
▶ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, რესტავრაცია ჩაუტარდა კოშკში განთავსებული ნიკოლაძისეულ ავეჯსა და ნივთებს. კოშკში, მე-5 სართულზე განთავსებულია მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა. ამ კოშკში ნიკო ნიკოლაძე [1894-1912წწ] მოღვაწეობდა, ცხოვრობდა და მასპინძლობდა ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს.