ქალაქ ფოთში, 2021 წლის 26-27 ივნისს ,,ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ-კონკურსი” გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი და რეგიონალური, ასევე უკრაინიდან ჩამოსული ანსამბლები, რომელთაც ანსამბლ ,,რუსთავის” ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირის ,,არტ-ფოლკის” დამფუძნებელი მურმან გამისონია და სხვა მოწვეული ჟიურის წევრები აფასებდნენ.
🌟ასევე, დღეს , ქალაქ ფოთში არსებული ანსამბლ “ლაზიკას” სახელობის ვარსკვლავის გახსნის და ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის არჩევის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ანსამბლ ,,რუსთავის” ქორეოგრაფ ფრიდონ სულაბერიძეს და ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდას და არტისტს – ომარ მხეიძეს, ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.