დღეს, 29 ივნისს 15:00 საათზე, გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-8 გეგმიური სხდომა, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი:
📍 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხზე ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ზოგიერთი ორგანიზაცია-დაწესებულების ბალანსზე რიცხული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შემცირება-აღმოფხვრისთვის და გაწეული მუშაობის შესახებ აცნობოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 20 ივლისამდე.
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მალთაყვის უბანში, ზღვის აკვატორიაში სანაპიროდან 100 მეტრის სიგრძეში (სიგანით 25 მეტრით) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის თაობაზე.
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 6.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.02.818) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №7-ში, პირველ სართულზე მდებარე 31.55 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.507) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
📍,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 36.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 04.01.21.013) სახელმწიფოსათვის, კერძოდ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების, სამოქმედო გეგმის, სტრატეგიის დამტკიცებისშესახებ:
🔹სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგია. 🔹სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია.
🔹 აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია.
🔹 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა.