🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული თვალის პათოლოგიების, ასევე სქოლიოზის გამოვლენა და პრევენცია. ამავდროულად კლინიკაში მიმდინარეობს ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევები.
🔹კვლევებსა და კონსულტაციებს გამოცდილი ექიმები, ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ. აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი ფოთის მერიის ინიციატივით გამოცხადდა და მას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს.
🔹კვლევების მიმდინარეობას ადგილზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.