დღეს, 7 ივლისს 15:00 საათზე, გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-9 (რიგგარეშე) სხდომა, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი.
📌 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, ბიუჯეტი გაიზარდა 735 ათ. ლარით და თანხები გადანაწილდება მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით 👉🏻
✅ ,,გაიზარდოს სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია”.
✅ ,,კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში”.
✅ ,,დასუფთავება და ნარჩენების გატანის” ხარჯი.
✅ ,,საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის” ხარჯი.
✅ ,,გზების მიმდინარე შეკეთება”.
✅ ,,მელიორაციის ხელშეწყობის”ხარჯი.
✅ ,,ცენტრალური პარკის ხელშეწყობა”.
✅ ,,სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობის” ხარჯი.
✅ ,,სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის ხელშეწყობის” ხარჯი.
✅ ,,გამწვანების სამუშაოების” ხარჯი.
📌 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურებათა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ,, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მიზანშეწონილია დაკორექტირდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტური ადგილები
