ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ-ების თანაშრომლები,ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები.
„დილიდან საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა. რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის, საკმაოდ მაღალია საჯარო სამსახურების წარმომადგენლები. აცრა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არცერთ მოქალაქეს არანაირი გართულება არ ქონია. ვაქცინის მარაგი არის, ვაქცინაცია ყოველდღიურად, ანალოგიურ რეჟიმში ტარდება“ – განაცხადა „ლაზიკამედის“ კლინიკურმა მენეჯერმა კესო გელენიძემ.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.
ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
#ჯანდაცვა2021
#ვაქცინაგვიცავს
#ProVax