🔹ფოთს პოლონეთის რესპუბლიკის, ზედა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობდა.
🔹პოლონეთის სავაჭრო დელეგაციას, სილეზიის სავოევოდოს მარშალს, ბატონ იაკუბ ხევსტოვსკის, სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეს იან კავულოკს, ზემო სილეზიის ფონდის წარმომადგენლებს და დელეგაციის სხვა წევრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე შეხვდნენ.
🔹ვიზიტის მიზანი საქართველოსთან სამეწარმეო თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
🔹სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურში გამართულ შეხვედრაზე ფოთის სამრეწველო, სატრანსპორტო და საინვესტიციო პოტენციალზე შედგა საუბარი. სტუმრები ფოთის ნავსადგურისა და თვისუფალი ინდუსტრიული ზონით დაინტერესდნენ.