🆕 პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია – კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
✅ სწორედ, ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ღონისძიება გაიმართა, რომელიც იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების წარდგენას საქართველოს ,,კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის” მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეძღვნებოდა.
🌎 მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს.