2021 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 გეგმიური სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნება, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.
📌 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია” ანგარიში.
📌 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 ივლისის, N17/23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
📌,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების” მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
📌 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით კლდიაშვილის ქუჩა N 56-ში მდებარე, N1 შენობანაგებობაში პირველ სართულზე არსებული, 71.68 კვ.მ ფართის-ბინა N2-ის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
📌ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება GAZ GAZONNEXTC41R13-ის არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის” თხოვების ფორმით, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
📌 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი N3-ში და ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი N3ა-ში მდებარე უძრავი ქონების არასამეწარმეო იურიდიული პირის, ,,ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკისთვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
📌 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N 7-ში მდებარე, მესამე სართულზე არსებული 10.87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით, უპირობოდ, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
📌 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 31 ოქტომბრის, N20/69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.