დღეს, 2021 წლის 30 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.
✅ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია” ანგარიში.
✅ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 ივლისის, N17/23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ცვლილება გამოიწვია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადატანამ ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე და დაემატა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მარშრუტი N8.
✅ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების” (,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილების ცვლილების) მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
✅ ქალაქ ფოთში, დავით კლდიაშვილის ქუჩა N 56-ში მდებარე, N1 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე არსებული, 71.68 კვ.მ ფართის-ბინა N2-ის (მიწის უძრავი ქონება) საკადასტრო კოდის (04.01.08.139.01.002), იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება GAZ GAZON NEXT C41R13 (რეგისტრაციის ნომერი VV340AA, გამოშვების წელი 2021, ტიპი ცისტერნა)-ის არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის” თხოვების ფორმით, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი N3-ში (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი (04.02.15.170) და ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი N3ა-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი (04.02.08.886) არასამეწარმეო იურიდიული პირის, ,,ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკისთვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N 7-ში მდებარე, მესამე სართულზე არსებული 10.87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით, უპირობოდ, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✅ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 31 ოქტომბრის, N20/69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა N212-ში მდებარე 152.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით (04.02.12.783) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმაში დამატებასთან დაკავშირებით. ასევე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმიდან ამოღებულ უნდა იქნას ამ დროისთვის პრივატიზებული ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 85.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი( მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით (04.01.03.967), ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა N202-ში მდებარე 467.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდით (04.02.12.875) და სატრანსპორტო საშუალება ZONDA BUS, YCK6850HC2 (სარეგისტრაციო ნომერი ER083RE, გამოშვების წელი -2008).