ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
🎭 „სტუმრად ქართული თეატრი სამეგრელო-ზემო სვანეთში“ – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფოთის თეატრმა – სამხატვრო ხელმძღვანელის, რამაზ იოსელიანის ხელმძღვანელობით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 20 -მდე სოფელი და თეატრს მონატრებულ პატარა მაყურებელს ცხელი ზაფხული გაულამაზა.
🎭 რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალების დახურვა, ქალაქ ფოთში ფოთის სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურში გაიმართა სპექტაკლის პრემიერით – ,, ახლა კი ფარდა”.
🎭 რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, სწორედ ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.
![რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დახურვა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/08/226207447_4599829800029964_5579048843437755898_n.jpg)