📍 ფოთის მუნიციპალიტეტი EU4CULTURE-ს კონკურსში შერჩეულ ქალაქებს შორისაა.
🔹პროექტ EU4Culture კონკურსში “განაცხადების მიღება კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მხარდასაჭერად” შერჩეულ ქალაქებს შორის ფოთი ერთ-ერთია.
🔹კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საქართველოდან კონკურსში მონაწილეობის სურვილი 11-მა ქალაქმა გამოთქვა. მიღებული განაცხადების სიღრმისეული შეფასების შემდეგ, EU4Culture-მ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 5 ქალაქი გამოავლინა.
🔹საქართველოდან კონკურსის შემდეგ ეტაპზე ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი და ქუთაისი გამოვლინდნენ.
🔹შერჩეულ ქალაქებს სრული საკონკურსო განაცხადის მოსამზადებლად 1000 ევრომდე გრანტი გადაეცემათ.. კონკურსის მომდევნო ეტაპზე თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. გრანტთან ერთად გამარჯვებული ქალაქები მიიღებენ მხარდაჭერას შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
🔹EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.