23 აგვისტო, 2021 წელი
14:00 საათი
მის: აღმაშენებლის N12
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის კოდექსის 141-ე მულხის 11-ე ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებით დამტკიცებული “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმედ კანონმდებლობასთან მორგების მიზნით მომზადდა აღნიშნული დადგენილების ცვლილების პროექტი და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების (“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილების ცვლილების) მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის N10/43 განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ცვლილების პროექტის განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტები განთავსებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფასა და ვებ გვერდზე poti.gov.ge
დადგენილების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 16 აგვისტომდე, მატერიალურად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: აღმაშენებლის N12, ელექტონულ ფოსტაზე: info.poti@poti.gov.ge