ლტოლვილთა დანიის საბჭოს ინიციატივით ფოთში, რიგით მეორე საბავშვო ბაღი აშენდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტომ, საბავშვო ბაღის შენობის მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერეს ხელი.
9 აპრილის ხეივანში განთავსებული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 220 000 ევროს შეადგენს. ბაღი საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, დევნილთა დასახლებაში 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში, დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.