ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი მინი სპორტული მოედნის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა.
↔️გალაქტიონ ტაბიძის N 32-ისა და ნინოშვილის ქუჩა N 37-ის მიმდებარედ ახალი მინი სტადიონები გაშენდება და კეთილმოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 176 693 ლარს, დღგ-ს გარეშე.
↔️კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება გურიის ქუჩის №59-ში მდებარე სპორტულ მოედანს. ტენდერი დემონტაჟისა და მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 92061,00 ლარს, დღგ-ს გარეშე.
დოკუმენტაციაზე სატენდერო კომისიამ იმსჯელა, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ხელმძღვანელობს