ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებმა-მამუკა პაპასკირმა და ზაქარია გვრიტიშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ფოთელების ოჯახის წევრებმა.
ფოთის საკათედრო ტაძარში კი აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. 8 აგვისტოს მოვლენებმა ფოთის 11 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 80-მდე ადამიანი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.