დღეს, 13 წელი შესრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან.
▪️2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 12 ფოთელი გარდაიცვალა. გმირების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
▪️საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მოადგილე აკაკი დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის მოადგილეებმა გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
▪️საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.