ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი დადგენილი გრაფიკით აგძელებს მუშაობას.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სეტქმებრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტაზე, არ შეეხო რიგ ქალაქებს, მათ შორის ფოთს.
მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. უახლოეს დღეებში კი, ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო ან თიბისის ნებისმიერი ბარათით . ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია ფოთის თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ფოთში მდებარე „სპარის“ და „ბევრილი ჯგუფის“ მარკეტებში;
ბარათის ღირებულება 2 ლარია. სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.