სტრატეგიული რეფორმების ცენტრი ფოთის მუნიციპალიტეტში სერვისების მიწოდების სიმწიფეს შეისწავლის. ფოთი საპილოტე ქალაქად იქნა შერჩეული, რომლის შეფასების ანგარიში სხვა მუნიციპალიტეტების სერვისების შეფასების მოდელად იქნება გამოყენებული.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერიის სამსახურების ხლმძღვანელებთან ერთად, საჯარო მმართველობის ექსპერტსა და დოქტორს ზურაბ ნასარაიას, საჯარო სტრატეგიული რეფორმების ცენტრის მკვლევარ-ექსპერტებს ნანა თავდუმაძესა და კახა ლომაძეს შეხვდა. საუბარი პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ხელშეწყობაზე შედგა.
ა(ა)იპ სტრატეგიული რეფორმების ცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს რომლის სახელწოდებაა „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, პოლიტიკური, ეკონომიკური, ინსტიტუციური სტაბილურობის ხელშეწყობას და ადგენს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამ შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განისაზღვრა საჯარო მმართველობის რეფორმა.
საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით შემუშავდა „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020, რომლის მიზანია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით შეაფასონ საჯარო სერვისები, დაადგინონ მათი სიმწიფის დონე და ამით ხელი შეუწყონ საჯარო ორგანიზაციებს მათი სერვისების სასიცოცხლო ციკლის ყველა კომპონენტის რეალიზებაში და სრულყოფილი მართვის განხორციელებაში