2021 წლის 31 აგვისტოს 15:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-11 გეგმიური სხდომა გაიმართება, სადაც განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების”, ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” გაუქმებისა და საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. 3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შემოსულობების შესრულებისა
და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 6 აგვისტოს პეტიციის შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი №4ა-ში მდებარე უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
7.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 1.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)), გურიის ქუჩაზე მდებარე 1.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)), დავით აღმაშენებლის ქუჩა N9-ის მიმდებარედ არსებული 1.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)), სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე 1.00 კვ.მ. და სამეგრელოს მოედანზე მდებარე 1.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს ,,თი ბი სი ფეისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უპირობოთ, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
8.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, კონსტანტინე მიქაბერიძის ქუჩა №55-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების)) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 29.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)) და 30.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების)) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
10.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 292.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 15 (თხუთმეტი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
11.,,საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 14 აგვისტოს №17/52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
12.”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.