✅ფოთში კრატასიუკისა და არაგვისპირელის ქუჩებზე მინი სპორტული მოედნების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
🔹პროექტის ფარგლებში იცვლება დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყობა და დაიხაზება მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყობა ელექტრო განათების სისტემა.
🔹სამუშაოებს კომპანია შპს „სტარტ პლიუსი“ ახორციელებს და იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.