✅სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მე-11 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
🔹სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდა დაზიანებული ჭერის დემონტაჟი, მთლიანად გამოიცვალა ელექტრო გაყვანილობა. მოეწყო განათების ახალი სისტემა.
🔹სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლაკადა 2016“ ახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთში 15 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.