✅ ქალაქ ფოთში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზასთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოეწყობა ცენტრის წინ არსებული ტერიტორია და გარემონტდება საავტომობილო გზა.
✅პროექტით გათვალისწინებულია ასფალტბეტონის საფარისა და მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა , მოსასვენებელი სკამების დადგმა, სასმელი წყლის, საგზაო ნიშნების, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის მოწყობა. სამუშაობს შპს „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.