✅ქალაქ ფოთში, ლოლუას ქუჩის (ფარნავაზ მეფის ქუჩიდან წმინდა გიორგის ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს- გზების სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობას; სანიაღვრე არხების მოწყობას; ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოებს აწარმოებს შპს „გზები“. სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 999 259,13 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.