✅13 სექტემბრიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
🔹მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება. 🔹ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო ან თიბისის ნებისმიერი ბარათით;
🔹ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია ფოთის თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ფოთში მდებარე „სპარის“ და „ბევრილი ჯგუფის“ მარკეტებში;
🔹ბარათის ღირებულება 2 ლარია;
🔹 სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
🔹მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.