🌳 ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ( რუსთაველის რკალი, დავით აღმაშენებლის , რეკვავას, სამეგრელოს, აკაკის, წმ.გიორგის, ჭავჭავაძის და ფალიაშვილის ქუჩები) გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საქართველოს ნერგები” ახორციელებს.
✅გამწვანების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 144 389, 52 ლარია. ღონისძიების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ჯიშის ( მარადმწვანე მუხა, კავკასიური ცაცხვი, კამელია, კალესტემონი, მაგნოლია, დიდყვავილა, ამბრის ხე, ირმის რქა) 800 ძირი ხე-მცენარეები დაირგვება.