საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში ფოთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ, რომლებმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია და კუნძულის სანაპირო ზოლი.
საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ორგანიზებით „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ -ს ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა.
კამპანიაში მსოფლიოს 130 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.
მიმდინარე წლის კამპანიის გზავნილია – „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო.“