✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგრანტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ჩაერთონ ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში და წვლილი შეიტანონ პროექტის განვითარებაში.
🔻 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტში „EU4Culture”.
🔻 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგრანტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ჩაერთონ ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში და წვლილი შეიტანონ პროექტის განვითარებაში.
🔻 პროექტის EU4Culture მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის ზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. პროექტი EU4Culture ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდეგი კულტურის ინსტიტუტების მიერ: 🔹 გოეთეს ინსტიტუტი;
🔹 ჩეხეთის ცენტრები;
🔹 დანიის კულტურის ინსტიტუტი;
🔹 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
🔻 აღნიშნული პროექტი ეყრდნობა რეგიონთაშორისი მიდგომას და მხარს უჭერს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გააქტიურებას. კონკურსის კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს, კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც დაეფუძნება მონაწილეობრივ მიდგომას, საჯარო-კერძო დიალოგს, ასევე, მულტიკულტურული/მულტიეთნიკური ღირებულებების შენარჩუნებას, განვითარებას მიზნობრივ ქალაქებსა თუ რეგიონებში. EU4Culture, ასევე, გააძლიერებს კულტურულ ინიციატივებს და რეგიონალური ხელისუფლების რესურსებს/შესაძლებლობებს კულტურის პოლიტიკისა და შემოქმედებითი ეკონომიკის მიმართულებით. პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო უწყებების დიალოგს კულტურის დამოუკიდებელ სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
🔻 პროექტი ოთხ ეტაპიანია. პირველადი შესარჩევი ეტაპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა საქართველოს სხვა 4 ქალაქთან ერთად გადალახა. ამჟამად, მიმდინარეობს მეორე ეტაპისთვის სრული განაცხადის მომზადება.
▶️ აღნიშნული ფორმის შევსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ სურვილი, სააპლიკაციო განაცხადის მომზადებისა და შემდგომ, პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, იყოთ პროექტში ჩართული დაინტერესებული მხარე
https://docs.google.com/…/1FAIpQLSd0AfJfNgeLO0…/viewform