27 სექტემბერი-28-ე წელი სოხუმის დაცემიდან
🔳ფოთში აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს
. 🔳 სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.