ფოთში ქალაქის აღმშენებლის, ქალაქის თავის, დიდი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 178 წელი შესრულდა.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ნიკო ნიკოლაძე დიდ ჯიხაიშში დაიბადა.