2021 წლის 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, სხდომაზე განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი თანამდებობის პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ამდენად, N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც წარდგენილ არიან 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატად.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ფესვების” თავმჯდომარის არჩევისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების თაობაზე.
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით კლდიაშვილის ქუჩა N56-ში მდებარე უძრავ ქონებაში ,(საკადასტრო კოდი 04.01.08.139) N1 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე არსებული, 74.61 კვ.მ. ფართის – ბინა N1-ის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N5-ის მიმდებარედ არსებული 2.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.02.15.050 ) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 336.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.01.21.040) შპს ,,ტრანსიბერიატრანზიტისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ჩიხის და სარკინიგზო გადასასვლელის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 33.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 04.01.07.845) და 50.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 04.01.07.852) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 31 ოქტომბრის N20/69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.