ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდი “ქართუ-მ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.
🔹სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.
🔹სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.
🔹შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.