✅ფოთში, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
გახსნის ცერემონიალს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.