✅ქალაქ ფოთის N 17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
🔹პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, მოპირკეთდება იატაკი და ჭერი.
🔹 მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენს.
🔹 საბავშვო ბაღების მშენებლობა და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
🔹 რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მომზადებას.
🔹ფოთში 2018-2021 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 2 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.