პროექტის შესახებ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა ტატიანა ბოკუჩავამ ისაუბრა. 2018 წლიდან საქართველოს ადგილობივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ დაიწყო პროექტი „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის განვითარების საფუძვლები“, სადაც აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
🔹პირველი პრეზენტაცია ექვს ენაზე შექმნილ, ერთობლივი ელექტრონული კატალოგის მიმოხილვას დაეთმო, რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნებმა – საქართველომ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტალი – https://greethis-db.info/ka/home-ge/ პროექტში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში ოპერირებადი იმ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს მოიცავს, რომლებიც ენერგოეფექტური პროდუქციის შექმნა/რეალიზაციას ახორციელებენ. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ამავე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისტორიული შენობებისა და ტერიტორიების ენერგოეფექტურობისა და კლიმატისადმი მდგრადობის ინოვაციური ტექნოლოგიების საბაზრო კვლევების ხილვა.
🔹შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდი (https://greethis.ilab.studio/ge), რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნების, ექვს-ექვსი ობიექტის ვირტუალურ ტურს შეიცავს. მათ შორისაა ფოთში არსებული ნიკო ნიკოლაძის კოშკი, ფოთის საკათედრო ტაძარი.
🔹დღესვე, ტატიანა ბოკუჩავამ დამსწრე საზოგადოებას, ათეა-ს მიერ პროექტში მონაწილე – ფოთის (https://tourspoti.ge/) ქობულეთისა (http://tourslanchkhuti.ge/)და ლანჩხუთის (http://tourslanchkhuti.ge/) მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდის პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა, რომ აღნიშნული პორტალების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც თვითმმართველი ერთეულების, ისე ქვეყნის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
🔹პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელის დეკემბერში დასრულდება.
🔹„ვირტუალური გიდი“ მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო არენაზე ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ცნობადობის ასამაღლებლად.