🇬🇪 🇮🇱 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ ისრაელის დელეგაციის წევრებს-ტირად კარმენის მუნიციპალიტეტის მერის იურიდიულ მრჩეველს მოსე ელიკს და ქალაქ კირიატ-იამის ყოფილ ვიცე-მერს, ბიზნესმენ მორდი ფიზიცკს უმასპინძლა.
🔹გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქალაქებს-ფოთსა და კირიატ-იამს შორის არსებულ ურთიერთობებზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროში გაცვლით პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბექა ვაჭარაძემ მზადყოფნა გამოთქვა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
🔹შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და მეგობრობის ტრადიციას.
🔹ფოთის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, მერის მოადგილეები-ალექსანდრე ტყებუჩავა და მამუკა პაპასკირი ესწრებოდნენ.
🔹ქალაქ ფოთსა და ისრაელის ქალაქ კირიატ-იამს შორის დამეგობრების ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა.
![ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/11/261145791_4740586795997359_3263381143743868263_n.jpg)