2021 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 გეგმიური სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია. სხდომაზე განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
3.ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონებით მოსარგებლე ფიზიკური პირის ტატიანა პავლიუკის, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება FOTON BJ1108VFPED-F2 (რეგისტრაციის ნომერი ნომერი LL 437 FL, გამოშვების წელი – 2021, ტიპი – ცისტერნა) -ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ. 6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №69-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.05.200) და მალთაყვაში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.11.891) მდებარე უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
7.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის და ლაგრანჟეს ქუჩის გადაკვეთასთან არსებული 6.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.562) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
8.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი №10-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.07.081) სსიპ ,,ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
9. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
10.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძისათვის პირადი განცხადების – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერად არჩევასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე, 2021 წლის 20 ნოემბრიდან შეწყვეტის თაობაზე.
11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ფესვების“ თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე შონიას არჩევის შესახებ.