🇬🇪🇨🇿ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ მიკისკა მიიღო.
ელჩმა ბექა ვაჭარაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ფოთის მერმა ელჩს ქალაქის ისტორიაზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში წარმოებული პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა და ჩეხეთის ელჩმა ნიკო ნიკოლაძის კოშკში გამოფენა “ჩვენი სამშობლო – ცვლილებების გზები” დაათვალიერეს.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვთმმართველობათა ეროვნული ასოციაცია NALAG), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, 10 სტენდს მოიცავს, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქების განვითარების საუკეთესო პრაქტიკებია ასახული.