🇬🇪✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მხარდაჭერით კულტურის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.
🔹️ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში , ფოთის მერია , კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს, ქალაქ თბილისში გაიმართა.
🔹️ქალაქ ფოთის მერს ბექა ვაჭარაძეს საგრანტო სერტიფიკატი ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა გადასცა. მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რათა სხვა აპლიკანტებთან ერთად ამ ეტაპზე შერჩეულ იქნა ქალაქი ფოთი.
🔹️EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
#კულტურისგანვითარებისსტრატეგია