ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი უერთდება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
მსოფლიო შიდსის დღე 1988 წლის 1 დეკემბრიდან აღინიშნება. თარიღი მსოფლიო საზოგადოების ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.
ამ დღესთან, დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა აივ/ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებას, ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერას და მის შედეგად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას. შეხვედრის დასასრულს ქალთა საბჭოს წევრებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები და სამკერდე ნიშნები დაურიგეს.
1 დეკემბერი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია.