✅ ქალაქ ფოთში, ახლადმოწვეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 3 დეკემბერს მოწვევის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
✅სხდომა #70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
✅სალომე როდონაიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, ფოთის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს მალხაზ ფოჩხუას გადასცა.
✅საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ტყებუჩავას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა დამტკიცდა.
✅საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა.
✅საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
✅საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მაია დოლბაია, მოადგილეებად შალვა სარდალიშვილი და თორნიკე კირთაძე აირჩიეს.
✅საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული სამი ფრაქციის შექმნა. ფრაქცია „ქათული ოცნება“ თავმჯდომარე – სანდრო ქუშაშვილი; ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე – დარეჯან ცხვიტარია ფრაქცია „ფოთი- საქართველოსთვის“ – თავმჯდომარე მამუკა გვასალია.
✅სხდომაზე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები: იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – ნიკა კორშია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – თემურ დუნდუა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ნანა ვეკუა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე – თორნიკე ხარჩილავა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – ბექა მორჩილაძე
✅2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს 35 წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -20, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’- 11, ხოლო გახარია – საქართველოსთვის“ – 4 წევრი ეყოლება.
✅საკრებულოს პირველ სხდომას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, რომელმაც საკრებულოს წევრებს მიულოცა დღევანდელი დღე და წარმატებები უსურვა ქალაქის აღმშენებლობის საქმეში.
✅სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.
✅ ,,გახარია საქართველოსთვის” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.