საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:
საკრებულოს დადგენილებების პროექტების თაობაზე:
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.