ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეებისათვის საკურატორო დარგების მიხედვით ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩა N34ა-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.01.614) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.