საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი:
განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩა N34ა-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.01.614) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“
განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანპორტო საშულება GAZ 48321 (რეგისტრაციის ნომერი ABJ – 606)-ზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის (თხოვება) უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
დადგენილების პროექტი- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმა