🔷ფოთში, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
🔷წლის მთავარი დოკუმენტი განხილვაზე საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარუდგინეს.
🔷 მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტით 23 მილიონ 530 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით არის გაზრდილი. 2022 წელს კი ქალაქი 7 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრატრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. 2022-2025 წლების პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
🔷საჯარო განხილვაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნანა ვეკუამ და ფრაქცია ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმდომარემ ზაალ კვინჩიამ მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრეს და შესაბამისი კომისიების საბიუჯეტო ინიციატივებზე პრეზენტაციები წარმოაგინეს.
🔷 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
🔷დარბაზში შეკრებილმა მოქალაქეებმა დასვეს შეკითხვები და თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.