📍ფოთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
23 მილიონი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. 2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 13 %-ით, 2 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება.
✔️„ეს არ არის საკმარისი ზრდა იმ გამოწვევებისთვის რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდის გეგმაზე, გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელსაც ჩვენს ქალაქში ახორციელებს მუნიციპალური განვითარების და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სამსახურების გაძლიერება. მომავალი წლიდან მოხდება ყველა აუცილებელი ტექნიკის შეძენა“-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფოთის მერმა.
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -5 მილიონ 233 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 3 მილიონ 694 ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების სფეროს მიმართულებით განსაზღვრულია -3 მილონი ლარი, კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -3 მილიონ 475 ათასი ლარი.