2021 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი.
საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი.
აგრეთვე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ 2022 წელს მუნიციპალიტეტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდეს საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად კვლავ რჩება საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარარელურად ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში კვლავაც განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამები განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისგან. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას,განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, ასევე განხოციელდება სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვან ასფექტს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური დაცვა, მოქმედი პროგრამები მაქსიმალურად მოერგება მოსახლეობის იმ ფენას ვისაც ყველაზე მეტად საჭიროებს აღნიშნული დახმარება.
სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის შესაბამისად ხელფასები გაეზრდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეებს. მიეცა თანხმობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ა(ა)იპ იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ დაფუძნებაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და შესაბამისად ცნობად მიიღეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის III კვარტლის და 9 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ცვლილებები იქნა შეტანილი საკრებულოს აპარატის დებულებაში და დამტკიცებულ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეგმა.