✔ ფოთში ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შეჯიბრი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. წელს მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და აზერბაიჯანის ნაკრების 100-მდე სპორტსმენი ჩაერთო.
🔹ტურნირის საზეიმოდ გახსნას ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა დაესწრნენ. მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
🔹2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეებს შორის ასპარეზობა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირს საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებენ.
🔹ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქში 2005 წლიდან ტარდება.